ივანიშვილისთვის იმის გაფიქრებაც კი სერიოზული პრობლემაა, რომ სააკაშვილი ციხეში დააბრუნონ - ხაბეიშვილი
ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების გაფიქრებაც კი სერიოზული პრობლემაა.
ხაბეიშვილის თქმით, "ვივა მედი" პირდაპირ ამბობს, რომ ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობას და აქედან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, რომ მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით ქვეყნიდან გაყვანა.
"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც.საავადმყოფო ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველჰყოფთ მის ჯანმრთელობას. აქედან არის ერთი გამოსავალი მხოლოდ - მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რაც შეეხება ჭორებს, ან სურვილს, რომ რუსულმა "ოცნებამ" პრეზიდენტი სააკაშვილი დააბრუნოს ან რუსთვის ციხეში, ან გლდანის დაწესებულებაში, ცხადია, ამის გაფიქრებაც კი არის სერიოზული პრობლემა ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნებისთვის"- ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა" მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.
ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.
კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.