ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთან - ფოტოები საპატრიარქოდან

23.03.23 16:14
ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთან - ფოტოები საპატრიარქოდან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა - ინფორმაციას და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი და შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა.