ივანიშვილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა - გახარია
საქართველოს მთავრობარუსეთის ინტერესებში მოქმედებას აგრძელებს - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გმობს მმართველი პარტიის ლიდერების თავდასხმას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე.
გახარიას განცხადებით, ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა.
ექსპრემიერი "ტვიტერზე" წერს, რომ გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.
მივესალმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დროულ ვიზიტს საქართველოში. ნაცვლად იმისა მთავრობამ დაამტკიცოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების ნამდვილი ნება და გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა. გვაქვს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.