ომბუდსმენის წარმომადგენელს ვთხოვე, კომისია სასწრაფოდ შევიდეს და ნახოს სააკაშვილის მდგომარეობა - ადვოკატი

23.03.23 17:14
ომბუდსმენის წარმომადგენელს ვთხოვე, კომისია სასწრაფოდ შევიდეს და ნახოს სააკაშვილის მდგომარეობა - ადვოკატი

უახლოეს დღეებში სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სწორედ ეს იყო დღეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა.

შევხვდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვინც მუშაობს ამ თემებზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველი - სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენელი შეხვდეს "ვივა მედს", რისგან გამომდინარე გაკეთდა ეს განცხადება. მეორე, ვაცნობე იმის შესახებ, რომ "ვივა მედი" არ გვაძლევს ავადმყოფობის ისტორიებს, გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მისი მდგომარეობა. პასუხი იყო, რომ ამაზე მუშაობს ჯგუფი, ეს ჯგუფი შეიკრიბება და პასუხი გვეცოდინება", - ამბობს ხაჭაპურიძე. 

ლევან იოსელიანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ.