"ოცნებამ" ურჩ დეპუტატებს თანამდებობები გამოუნახა - სად გააგრძელებენ საქმიანობას ჩაჩიბაია, იობაშვილი და ხელაშვილი

23.03.23 17:26
"ოცნებამ" ურჩ დეპუტატებს თანამდებობები გამოუნახა - სად გააგრძელებენ საქმიანობას ჩაჩიბაია, იობაშვილი და ხელაშვილი

"ოცნებამ" ურჩ დეპუტატებს თანამდებობები გამოუნახა. რუსული კანონის წინააღმდეგ წასულ დეპუტატები გავრცელებული ინფორმაციით, მრჩევლებად გადაჰყავთ. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი საქმიანობას პრემიერ მინისტრის აპარატში განაგრძობენ. გიორგი ხელაშილი კი პარლამენტის თავმჯომარის მრჩეველი ხდება. ამ გზით სამივე მათგანს სადეპუტატო მანდატი უწყდება, თუმცა მეორეს მხრივ საქმიანობას ისევ "ქართული ოცნების" რიგებში აგრძელებენ.

"ქართული ოცნება" გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს და "პირველების" სატელოფონო არც ის დეპუტატები პასუხობენ, რომლებიც მამრთველი პარტიიდან მიდიან.