გამოსადეგები არ არიან და ჩამოაქვეითეს - სამადაშვილის "ოცნების" დეპუტატებზე

23.03.23 17:36
გამოსადეგები არ არიან და ჩამოაქვეითეს - სამადაშვილის "ოცნების" დეპუტატებზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" თავისი თანაგუნდელები ჩამოაქვეითა და არც იმის შესაძლებლობა მისცა, რომ დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა.

ის ხალხი, რომელსაც არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, რომ ყველაფერზე ხელი მოეწერა, ამ სინდიკატს არ სჭირდება. ისინი მათთვის არ არიან გამოსადეგი. ის, რომ ეს ხალხი წამოვიდეს და დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა, არასდროს არ მესახებოდა მე პირადად შესაძლებლად. ანუ, ისინი უბრალოდ ჩამოაქვეითეს და რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, გახდებიან მეათე თუ მეასე რანგის თანამშრომლები" - ამბობს სალომე სამადაშვილი.

"ოცნებამ" ურჩ დეპუტატებს თანამდებობები გამოუნახა. რუსული კანონის წინააღმდეგ წასულ დეპუტატები გავრცელებული ინფორმაციით, მრჩევლებად გადაჰყავთ. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი საქმიანობას პრემიერ მინისტრის აპარატში განაგრძობენ. გიორგი ხელაშილი კი პარლამენტის თავმჯომარის მრჩეველი ხდება. ამ გზით სამივე მათგანს სადეპუტატო მანდატი უწყდება, თუმცა მეორეს მხრივ საქმიანობას ისევ "ქართული ოცნების" რიგებში აგრძელებენ.

"ქართული ოცნება" გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს და "პირველების" სატელოფონო არც ის დეპუტატები პასუხობენ, რომლებიც მამრთველი პარტიიდან მიდიან.