რესპუბლიკურის დირექტორი რეორგანიზაციას ადასტურებს, თუმცა კლინიკის გაყიდვას უარყოფს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ზაზა ავალიანის მტკიცებით, საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისება და იქ საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ იგეგმება.
"არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე, ამ ლოკაციაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს"- განაცხადა ავალიანმა.
მისი თქმით, სამთავრობო გეგმის მიხედვით, ამავე ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკა აშენდება.
ზაზა ავალიანი შტატების შემცირებას ადასტურებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ თანამშრომლები "ღირსეულ კომპენსაციას" მიიღებენ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რეორგანიზაციის ბრძანებას, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, მისი ავთენტირობა დღეს ზაზა ავალიანმა დაადასტურა.
საკითხი ეხება გარკვეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ საშტატო რეორგანიზაცია ყოველთვის თავმდებია იმ პროცესების რაც კოლექტივში ხორციელდება"- თქვა მან.
ზაზა ავალიანის მტკიცებით, კლინიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაცია არ იგეგმება.