მობრძანდეს მინისტრი და გაგვცეს პასუხი რას გვიპირებენ? - ექიმების აქცია რესპუბლიკურში

23.03.23 17:08
მობრძანდეს მინისტრი და გაგვცეს პასუხი რას გვიპირებენ? - ექიმების აქცია რესპუბლიკურში

პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ. 

მას შემდეგ, რაც "პირველებმა" დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც ადასტურებს, რომ კლინიკაში რეორგანიზაცია ცხადდება და შენობას სავარაუდოდ ანგრევენ, ექიმებმა საკითხში გარკვევა მოითხოვეს. 

მედიკოსების თქმით, ხელისუფლება და კლინიკის ხელმძღვანელობა მათ კონკრეტულ გეგმისა და მიზნების შესახებ ონფორმაციას არ აწვდის. 

მედპერსონალისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელით.

არანაირი კონკრეტული მიზანი, მიზეზი და გეგმა ჩვენთან წარდგენილი არ ყოფილა. ამ ყველაფერს ძალიან ციდი ჭორები მოჰყვა მოსახლეობაში, სამედიცინო სფეროში, რომ რესპუბლიკური იკეტება, ინგრევა. შეწყდა პაციენტების ნაკადი, როგორც ამბულატორიული ისე სასწრაფოს მიერ პაციენტების მოყვანა. 

მობრძანდეს მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები და კოლექტივს და არა რამდენიმე წარმომადგენელს გააცნოს გეგმა რას აპირებს?"- თქვა ერთ-ერთმა ექიმმა. 

მედიკოსები რეაბილიტაციის წინააღმდეგნი არ არისნ, თუმცა ითხოვენ, რომ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მიეცეთ. 

გვსურს, პარალელურად ვიმუშავოთ. არ გვინდა, გავჩერდეთ - თან რეაბილიტაცია, თან მუშაობა"- აღნიშნა კიდევ ერთმა მედიკოსმა. 

რამდენიმე წუთის წინ, მედიკოსების ნაწილი "რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად ახალი, მრავალპროფილური კლინიკის გახსნაა დაგეგმილი. 

კლინიკის ხელმძღვანელი არ პასუხობს კითხვას, რეაბილიტაციის მიმდინარეობისას "რესპუბლიკური" განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას.