ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება არც პოლიტიკური პარტია - თინა ხიდაშელი
"ეს თითქოს გერმანიებში და ინგლისებში განათლებამიღებული ხალხი ერთი ხელით სექსუალურ მოძალადეებს იცავენ გაგიჟებულები, მეორე ხელით კარგ ქართველ კაცს მუსლიმობის გამო "არცხვენენ" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ასეთი სამარცხვინო პარლამენტი და პოლიტიკური პარტია არ ახსენდება".
ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება არც პოლიტიკური პარტია
ეს თითქოს გერმანიებში და ინგლისებში განათლებამიღებული ხალხი ერთი ხელით სექსუალურ მოძალადეებს იცავენ გაგიჟებულები, მეორე ხელით კარგ ქართველ კაცს მუსლიმობის გამო "არცხვენენ", იქით რუსულ კანონს გვტენიან და აქეთ მთელ პროგრესულ მსოფლიოს (კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ელჩებს, აგერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და რა ვიცი კიდევ ვის არა) რეალობას აცდენილებს ეძახიან და მერე ტელეკამერების წინ დადგება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ამგვარ ლეიბელინგს არ ვიზიარებო, და ამ მოძალადეების და დისკრიმანიის წამხალისებლებს იცავს და ეფერება"- წერს ხიდაშელი.