ანა, სარკე არ გაქვთ სახლში? - ესებუა მოწმეს

23.03.23 17:10
ანა, სარკე არ გაქვთ სახლში? - ესებუა მოწმეს

ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა.. ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება ერთ-ერთმა მოწმემ მისცა.

ანი ფიფია, ერთ-ერთია იმ 40 ადამიანს შორის, რომელიც შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა.

პროცესზე ქალი ამტკიცებდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუა იყო, რომელსაც "ცხოველიც" კი უწოდა.

"ჩემს თვალში, მანდ ზის ცხოველი. გასროლის ხმაზე ყველას შეეშინდებოდა მაგის გარდა",- თქვა მოწმემ ადვოკატ იოსებ ჯანაშიას შეკითხვის საპასუხოდ. 

"სარკე არ გაქვს სახლში?"- მიმართა ესებუამ მოწმეს. 
ანა ფიფია ამბობს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს თავდამსხმელი არ უნახავს, რადგან ბანკში შეჭრის დროს მეორე სართულზე იყო.

მისი თქმით, შეიარაღებული ტავდასხმიდან მალევე ის ბანკის ვერანდაზე გავიდა, საბოლოოდ კი, ამწე საშუალებით ტერიტორია დაატოვებინეს. 

მსგავსი სიახლეები