თანამდებობა მრჩეველი - დეპუტატები, ვინც რუსულ კანონს ხმა არ მისცა, დააქვეითეს

23.03.23 20:05
თანამდებობა მრჩეველი - დეპუტატები, ვინც რუსულ კანონს ხმა არ მისცა, დააქვეითეს

სამაგალითო დასჯა ქართულ ოცნებაში - დეპუტატები, ვინც რუსულ კანონს ხმა არ მისცა, დააქვეითეს.

გიორგი ხელაშვილი პარლამენტის წევრი აღარ იქნება - ის პარლამენტში მრჩევლად გადაიყვანეს. მრჩევლის პოსტი გაიმეტებს ნინო იობაშვილისთვის და გენერალ ჩაჩიბაიასთვის. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პოლიტიკური ტრანსფერით ურჩი დეპუტატები დასაჯეს,  თუმცა ამ დასჯას მათაც ხელი შეუწყვეს, არ წავიდნენ უმრავლესობიდან და უფრო დაბალ თანამდებობებს დათანხმდნენ. 

ერთადერთი გამონაკლისი დავით სერგეენკო აღმოჩნდა - ის პარლამენტში პოსტს ინარჩუნებს, სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარია, მისი სხვაგან გადაყვანა თბილისში ავტომატურად ახალ მაჟორიტარულ არჩევნებს ნიშნავდა.

რას ამბობენ დაქვეითებული დეპუტატები ნახეთ, ხატია სამხარაძის სიუჟეტში

 

მსგავსი სიახლეები