ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე სრულ კონტროლს ივანიშვილი ამყარებს? - ვის ჩააბარებენ სებს
ფინანსთა მოქმედ მინისტრს ლაშა ხუციშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უპირებენ. მისი ამ პოსტზე დანიშვნა კი ივანიშვილთან პირდაპირ კავშირშია. ხუციშვილის მამას, ნოდარ ხუციშვილს "ქართული ოცნების" ფინანსები პარტიის დაარსებიდან დღემდე აბარია. ის უკვე მრავალი წელია ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირია.
ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ ხუციშვილის დანიშვნით, ივანიშვილი ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, პირდაპირ გააკონტროლებს ეროვნულ ბანკს, რომელიც დამოუკიდებლობას ამ დრომდე ინარჩუნებდა.
ხუციშვილის ცენტრალურ ბანკში მოსალოდნელი გადაყვანის ამბავს "ქართული ოცნება" საგულდაგულოდ მალავდა. გეგმა მას შემდეგ გაიშიფრა რაც პარლამენტში მისულ მინისტრს რომან გოცირიძემ ეს ამბავი ჰკითხა. ირკვევა, რომ ლაშა ხუციშვილს განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეტანილი აქვს.
ვის ჩააბარებენ სებს - ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში