გერმანიის პირველი დიპლომატი პროევროპული კურსიდან გადახვევაზე საუბრობს - "ოცნება" ბერბოკს "რეალობიდან აცდენილს" ეძახის

23.03.23 20:19
გერმანიის პირველი დიპლომატი პროევროპული კურსიდან გადახვევაზე საუბრობს - "ოცნება" ბერბოკს "რეალობიდან აცდენილს" ეძახის

"ვხედავთ, ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ანა ლენა ბერბოკმა "ოცნებას"  ფაქტობრივად მძიმე საათები დაუანონსა.

ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის  პირველი  დიპლომატი  ამბობს, რომ  საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე, თავისუფალ მედია გარემოსა და სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებაზე გადის.  

რატომ არის საქართველოსთვის ბერბოკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი? გერმანია  ერთ-ერთი, პრაქტიკულად გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაა,  ამიტომ  ქართულმა "ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს და  საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

 რა ხდება  თბილისში ევროპელი დიპლომატის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე?  ბერბოკს "ოცნება" თავს ესხმის და  სიცრუის  ტირაჟირებაში ადანაშაულებს. "

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალობას აცდენილია" - ეს არის ციტატა კახა კალაძის  განცხადებიდან.