ქართველ ჯარისკაცებს რუსეთი ასამართლებს - "ქართული ოცნება" არ რეაგირებს
უკრაინაში მებრძოლი ოთხი ქართველი მოსკოვმა დაუსწრებლად გაასამართლა. საქართველოს ოთხივე მოქალაქე კრემლმა ჯერ სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნო, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ტერორი რუსულმა სპეცსამსახურებმა დაიწყეს.
ქართული ლეგიონის წევრებს ურეკავენ ან მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. თუ იარაღს არ დაყრიან და ფრონტის ხაზს არ დატოვებენ, უმკაცრეს სასჯელს უანონსებენ.
სად არის ამ დროს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები ოკუპანტებისგან დაიცვას?
"ოცნების" მთავრობა არც კი რეაგირებს. უფრო მეტიც, უკრაინაში მებრძოლები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მათ წინააღმდეგ თანამშრომლობს. რადგან თუ მოსკოვი ქართველ ჯარისკაცებს დაქირავებულებს უწოდებს, მსგავსი რიტორიკა აქვს ოცნებასაც.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტში