სახ.დეპის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული - დეგნანი ღარიბაშვილს პასუხობს

23.03.23 20:09
სახ.დეპის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული - დეგნანი ღარიბაშვილს პასუხობს

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია რამდენჯერმეა გადამოწმებული"-ასე უპასუხა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ირაკლი ღარიბაშვილს, პასუხობს.

საუბარია, სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს ანგარიშზე, რომელმაც თქვა, რომ ანგარიში "არაობიექტურ" და "უსამართლო" დასკვნებს ეყრდნობა.

დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტულ საკითხებზეა კონცენტრირებული და არა პოლიტიკურ პარტიებზე: 

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ათწლეულებია მზადდება და იგი კონცენტრირდება საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე თუ ინდივიდებზე. იგი ეყრდნობა სანდო წყაროების სპექტრს, რომელიც შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია.

ეს ანგარიშები ძალიან კარგი საშუალება და რესურსია, ქრონოლოგიურად დავინახოთ არა მხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, თუ წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა. ის ძალიან კარგი რესურსია, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის. იმედია, ეს ასე იქნება დანახული"- თქვა დეგნანმა. (რადიო თავისუფლება)

სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში  მიმდინარეობს კრიტიკული მედია მენეჯერების დევნა, მათი უკანონო დაკავებები. ადგილი აქვს პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.  

57 გვერდიან ანგარიშში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.    სახელმწიფო დეპარტამენტი პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის   გატაცების საქმე ივანიშვილს უკავშირდება.