"ციხეში დაბრუნება სიცოცხლისთვის საშიშია"- სააკშვილის საქმე ახალ სახალხო დამცველს პირად კონტროლზე აყავს

23.03.23 20:32
"ციხეში დაბრუნება სიცოცხლისთვის საშიშია"- სააკშვილის საქმე ახალ სახალხო დამცველს პირად კონტროლზე აყავს

სააკშვილის საქმე ახალ სახალხო დამცველს პირად კონტროლზე აყავს.  "პრეზიდენტის ციხეში დაბრუნება მისი სიცოცხლისთვის საშიშია"-  ამბობს ლევან იოსელიანი და უახლოეს დღეებში "ვივა- მედში" ომბუდსმენის  კონსილიუმის წევრების შესვლას აანონსებს.   

"ახლა ყოველი საათი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სააკაშვილის ციხეში გადაყვანა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია" - აცხადებს ადვოკატი, რომელიც პარალელურად სტრასბურგის სარჩელზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა, ორშაბათს ევროპულ სასამართლოში გაიგზავნოს.  

ხელისუფლება სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იხსნის - ეს ამოიკითხეს ადვოკატებმაც და პოლიტიკოსებმაც "ვივა მედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეს კი საეჭვოდ დაემთხვევა დროში  პოლონელი ექიმების სავარაუდო ვიზიტს.

სააკაშვილის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანით ხელისუფლება ცდილობს უცხოელ მედიკოსებს პრეზიდენტის მონახულების გზები მოუჭრას. 

ახლა ყველა იუსტიციის მინისტრის მოლოდინშია. რას აპირებს რატი ბრეგაძე ამ ეტაპზე უცნობია - ყველა დეტალი ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში