რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის განთავისუფლებას, მინისტრთან შეხვედრას და უწყვეტი სამედიცინო საქმიანობის უზრუნველყოფას ითხოვენ
"რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლები მორიგ განცხადებას ავრცელებენ - მედიკოსების თამით, დირექტორისგან საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას კვლავაც ვერ იღებენ.
მედიკოსები დღის ბოლოს კონკრეტულ მოთხოვნას აყენებენ:
1. დირექტორის და ფინანსური დირექტორის დაუყოვნებლივ თანამდებობიდან განთავისუფლებას.
2. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან ან მის მოადგილესთან.
3. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირობებში მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების და უწყვეტი სამედიცინო საქმიანობის უზრუნველყოფას"
განცხადების ავტორების თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების ირგვლივ განმარტების მოთხოვნა, წერილობითი სახით 14 დღის წინ იქნა შესული კანცელარიაში და დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი უნდობლობას უცხადებს საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს ბ-ნ ზაზა ავალიანს და ფინანსურ დირექტორ გიორგი ენუქიძეს.
მათი თქმით, კლინიკის დახურვის, შესაბამისად მედპერსონალის განთავისუფლების, ნაწილზე კომპენსაციების გაცემის, ხოლო ნაწილის სამუშაო ადგილებით არა სრულად არამედ „მაქსიმალურად“ დაკმაყოფილების საფრთხე რეალურია.