"ოცნება" მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებით რუსულ საქმეს აკეთებს - გახარია

23.03.23 21:46
"ოცნება" მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებით რუსულ საქმეს აკეთებს - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ქართულ ოცნებას" სიძლვილის კამპანიის წარმოებასა და პროცესების რადიკალიზაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ წერს, რომ მოქმედი ხელისუფლება საზოგადოების აქტიური პერსონებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ რუსული სპეცსამსახურების მეთოდებს იყენებს.

გახარია საზოგადობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ქვეყანას ახლა ყვეალზე მეტად სწორედ ეს სჭირდება. 

პარტია “საქართველოსთვის” გმობს და მიუღებლად მიიჩნევს “ოცნების” ხელისუფლების მიერ წახალისებულ სიძულვილის კამპანიას, რომლის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივება, ადამიანების დისკრედიტაცია, გაშავება და ბულინგი რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, რისი გამოვლინებებიც ვიხილეთ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივად აქტიური პერსონებისა თუ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. მათ შორის, გუშინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ღირსების შემლახავ კამპანიას საქართველოს პარლამენტის წევრის - ტარიელ ნაკაიძის მიმართ!

ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებისთვის საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში რადიკალიზაციის გაზრდისა და დაპირისპირების გაღვივების ავანგარდში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან!

ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ყოველთვის იქნება რუსული საქმე!
ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!, - წერს გახარია. 

მსგავსი სიახლეები