საკადრო ცვლილებები "ლელოში" - პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

24.03.23 00:17
საკადრო ცვლილებები "ლელოში" - პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

საკადრო ცვლილებები "ლელოში" - "პირველების" ინფორმაციით, დღეს საღამოს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე შიდა გადაადგილების შესახებ იმსჯელებენ.

არ არის გამორიცხული, ცვლილებები პოლიტსაბჭოს და გენერალურ მდივანსაც შეეხოს.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ ცვლილებები შესაძლოა, "ლელოს" საპარლამენტო შემადგენლობაშიც განხორციელდეს და მათ რიგებს დამოუკიდებელი დეპუტატები შეუერთდნენ.

პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს, 24 მარტს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება,  თუმცა მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ.