პრემიერს დღეს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერ- მინისტრი ინტერპელაციის წესით დაიბარეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე, პრემიერს პასუხების გაცემა ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე მოუწევს. ხელისუფლების ოპონენტებს მთავარი კითხვები ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ. აინტერესებთ ასევე, რა გააკეტა ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
მთავარი კითხვა იქნება პრემიერ-მინისტრისადმი, რატომ აფერხებს ქვეყნის განვითარებას და მის სვლას ევროკავშირისკენ. რატომ მტრობს უკრაინას? რატომ არის რუსეთის მხარეზე საქართელოს ხელისუფლება? და ბოლოს ვკითხავ, რომ მან თავისი ოპონენტები, ახალგაზრდები მოიხსენია სატანებად. რატომ არღვევს კანონს დისკრიმინაცვიის შესახებ? , - ამბობს რომან გოცირიძე.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია სხდომაზე დესტრუქციულ გზას აირჩევს.
მოლოდინი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური შეეცდება, რომ გარკვეული დესტრუქციის გზა აირჩიოს და ეს იქნება ალბათ ის მაქსიმუმი პოლიტიკურ-ინტელექტუალური საქმიანობისა, რაც შეიძლება მათ პარლამენტში განახორციელონ, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.