ანალენა ბერბოკი ილია დარჩიაშვილს ხვდება - რა გზავნილებით ჩამოვიდა გერმანელი დიპლომატი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ანა-ლენა ბერბოკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილს ხვდება. დაგეგმილია ერთობლივი პრეკონფერენციაც.
ანა-ლენა ბერბოკთან აუდიენცია უკვე გამართეს ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შოლცის კაბინეტის გავლენიანი მინისტრი საიას ოფისში თავად მივიდა.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვიტარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს რუსული კანონი და რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცრების შემდეგ. მთავარი გზანილი იყო, რომ საქართელოში ჩვენს მოქალაქეებს, ქართულ საზოგაოდებას უნდა ევროკავშირისგან სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს. ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუთვქს ჩვენს ხალხს, - ამბობს „საერთაშორიოს გამჭვირვალიბა - საქართველოს“ არმშრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.