რატომ მიიღო დეკანოიძემ ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილება - ოპოზიციონერი მიზეზებზე ალაპარაკდა

24.03.23 11:24
რატომ მიიღო დეკანოიძემ ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილება - ოპოზიციონერი მიზეზებზე ალაპარაკდა

ოფიციალურად როდის წავა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე, ეს ჯერ ოპოზიციონერს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დეკანოიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მტკიცეა და ის არ გადაიხედება.

დეკანოიძე რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პარტიაში ვანო მერაბიშვილის გაძლიერება.

მისი თქმით, ეს არის ძველი პარადიგმა და პარტიის უკან წარსულში დაბრუნება.

მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის ბოიკოტი და ამბობს, რომ პარტიამ ამ მიმართულებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ-ერთი ეს იყო ბოიკოტის საკითხი და მიხარია, რომ მოგვარდა ეს ბოიკოტის საკითხი, მაგრამ ძირითადად ეს იყო ძველი პარადიგმაში შესვლა, რომელიც ნამდვილად არ წაადგება პარტიას, ძველი სტილით რაღაცა მმართველობა, ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძალიან ბევრი გააკეთეს ქვეყნისთვის და ასეც არის, მაგრამ ტოველშემთხვევაშიმათ გარშემო კონსოლიდაცია უბრალოდ ვერ ხდება". - ამბობს დეკანოიძე.