შეხვედრის შემდეგ გეტყვით, დავადასტურებ თუ არა ფრაქცია ენმ-დან წასვლას - ბაჩუკი ქარდავა
ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ, შესაძლოა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს.
როგორც მან აღნიშნა, გაიმართება შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ჩვენ დაგდეგმილი გვაქვს შეხვედრა და ამის შემდეგ მე გეტყვით, დავადასტურებ თუ არა ფრაქციიდან წასვლას. ერთ-ერთი საკითხია ნაწილობრივი ბოიკოტი, რადგან ბოიკოტი მე ვიცი სრული, პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებით. ეს ბოიკოტი არის უაზრობა და ეს უნდა მოიხსნას", - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.