"იყო საქართველოს ომში ჩაბმის არაერთი მცდელობა" - პრემიერმა იერიში ისევ უკრაინაზე მიიტანა
პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ისევ უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო და გაიმეორა, რომ უკრაინას საქართელოს ომში ჩართვა სურდა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, უკრაინულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი სურდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა.
უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და ახლაც უკვე აქვს გავლენა. მინდა შევახსენო საზოგადოებას, იყო არაერთი მცდელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა "მეორე ფრონტი" გაჟღერდა ურკაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონი დანილოვი გამოვიდა და თქვა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართელოშ მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი, ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი. ის აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც.
ჩენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი (უკრაინელი დეპუტატები) სურვილი იყო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში, - თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.