7-8 მარტის აქციებში მეხუთე კოლონა და ექსტრემისტული ძალების მიერ მართული ახალგაზრდები იყვნენ ჩართული - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობრივ და მართულს, უწოდებს 7-8 მარტის აქციებს და აცხადებს, რომ ამაში მეხუთე კოლონა იყო ჩართული.
პრემიერი ამბობს, რომ ახალგაზრდები ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალების მიერ იყვნენ მართული.
7-8 მარტს ძალადაობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები და მათ მეირ კონტროლირებადი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ნაცმოძრაობის, გირჩი-მეტი თავისუფლების ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით მოიგერია და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.
გახსოვთ ამ ძალადობრივი აქციის დროს ევროპარლამენტარების მოწოდებები, რომ ახლა არის დრო ამ რეჟიმის დამხობის. ეს გეგმა ისევ ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენმა მტრებმა", - ამბობს ღარიბაშვილი.