"ნაციონალურ მოძრობას" ევროინტეგრაციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს - პრემიერი

24.03.23 12:41
"ნაციონალურ მოძრობას" ევროინტეგრაციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს - პრემიერი

"ნაციონალურ მოძრობას" ევროინტეგრაციაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგლამენტის დიდი ნაწილი ისევ წინა ხელისუფლების ლანძღვას დაუთმო. 

ჩვენი ე.წ. ოპონენტები, ყველაზე ანტიევროპული თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით ანტიეროვნული ძალაა დღეს ქვეყანაში. თუ გადავხედავთ, რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, რომ ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის, - თქვა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.