ევროდეპუტატებმა გვითხრეს, რომ "სააკაშვილი კრიმინალია, მაგრამ ჩვენიაო" - პრემიერი
პრემიერი ერვოპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს ეხებოდა, "სამარცხვინოს" უწოდებს. ირაკლი ღრაიბაშილის მტკიცებით, ყოფილი მთავარსარდალი კრიმინალია, თუმცა ევროდეპუტატებს ეს არ აინტერესებთ.
ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია რამდნეიმე კვირის წინ და მათ თქვეს პირდაპირ, თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ აქ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერეებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, არ არსებობდა სასამართლო დამოუკიდებელი. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი. სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის საჯელს. ამის მიუხედავად, გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ,“ ვიცით, რომ ის არის კრიმინალი, მაგრამ ჩვენი კრიმინალია, - თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.