კეზერაშვილი არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი, მძარცველი და ბიზნესის რეკეტიორი - პრემიერი

24.03.23 13:09
კეზერაშვილი არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი, მძარცველი და ბიზნესის რეკეტიორი - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი "ფორმულას" მფლობელს დავით კეზერაშვილს მძარცცველს და ბიზნესის რეკეტიორს უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ ასეთ კრიმინალს იცავს ევროპარლამენტი.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია საქმე აღძრული და საქართველო ჩართულია და ტანამშრომლობს ამ ქვეყნების გამოძებასთან.

რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა კეზერაშვილზე. ადამიანი, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი, ჯარის მძარცველი, ბიზნესი რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცელი ქურდი, რომლის თაობაზე, ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურები აწარმოებენ გამოძებას და ჩვენ ვართ ჩართულნი. ამ კაცზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებს, რომ ის არის მძარცველი, რომ ატერორებდა ბიზნესს, რომ ძარცვავდა პენსიონერებს, ის არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი", - ამბობს ღარიბაშვილი.