როგორ აპირებთ "კრიმინალების მფარველ" მინისტრ ბერბოკთან საუბარს? - კორძაია პრემიერს
როგორ აპირებთ დღეს საუბარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც ცოტა ხნის "კრიმინალების მფარველი" უწოდეთ? - ამ შეკითხვით მიმართა დღეს პარლამენტში პრემიერს თამარ კორძიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატი დაინტერესდა, როგორ შეიძლება ერთის მხრივ ევროპისგან ფინანსურ დახმარებებს იღებდე, ხოლო მეორეს მხრივ, მათ "კრიმინალების მფარველად" მოიხსენიებდე.
20 და 21- ე გვერდზე ძალიან დეტალურად წერთ, რა ტიპის პარტნიორობა გაქვთ როგორც ნატოსთან ასევე ევროკავშირთან და ერთ-ერთ პუნქტად მითითებული გაქვთ, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც თქვენ ამ წუთას "კრიმინალურ ევროპა" უწოდებდით. მაგალითად, დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომაც ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 1 მლნ 3000 ათასი ევრო გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ "კრიმინალების მფარველს". როგორ აპირებთ "კრიმინალების მფარველ" მინისტრთან დღეს საუბარს? , - უთხრა დეპუტატმა პრემიერს.