"თქვენ, ახალგაზრდებს უწოდეთ სატანისტები, დამნაშავე ხართ, ბატონო პრემიერო!" - სამადაშვილი
"ლელოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების ცილისწამებისთვის დაადანაშაულა.
„დამნაშავე ხართ თქვენ ბატონო პრემიერო, დამნაშავე ხართ!“ - ასე მიმართა მან პრემიერს.
„დამნაშავე ხართ თქვენ ბატონო პრემიერო, დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა იმიტომ, რომ არანაირი კანდადიტას სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება, რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, მათ თქვენ უწოდეთ სატანისტები, დამნაშავე ხართ“ - ამბობს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერი დამნაშავეა უკრაინის წინაშე და მან პატიება უნდა სთხოვოს უკრაინელ ხალხს და ბოდიში მოუხადოს მათ.
„დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე დღეს, რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და დამნაშავე ვარ და მაპატიეთო უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის.“ - სალომე სამადაშვილი.