სამტროდ არ მოვსულვარ, ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ! - ჩარკვიანი ღარიბაშვილს

24.03.23 13:34
სამტროდ არ მოვსულვარ, ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ! - ჩარკვიანი ღარიბაშვილს

სამტროდ არ მოვსულვარ, ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ! - ამ სიტყვებით მიმართა დღეს პარლამენტში თაკო ჩარკვიანმა პრემიერს. "კანონი და სამართლის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან უკიდურესად სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც ქვეყანსა სიმშვიდეს მოუტანდა. 

ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მემგონი, ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკლვე ყევლა ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს. წინა გამომსვლელმა თქვა, რომ საქართელოს ერთი მტერი ჰყავს და ეს ერთი მტერი არის მრავალსაუკუნოვანი რუსეთი. თქვენ წეღან ახსენეთ, რომ ევროპარალემნტარებმა გვითხრეს, რომ სააკაშვილი ჩვენიაო. კი, ბატონო, ხომ გითხრეს მათ, სტატუსის წინ... მე კამათს არ დაგიწყებთ, შეიძლება არაპოპულარული იყოს საქციელი, რომელსაც მე გთავაზობთ, შეიძლება მე არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ძალიან სახელმწიფოებრივი იქნება. მე დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რაიმეს გამო, თხოვნით მოვედი, მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა... გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადეთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი! ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი. ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოაიზრებთ მე5 კოლონად. ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას, - თქვა ჩარკვიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.