ბატონო პრემიერო, ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე ახსენეთ, ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ - გოცირიძე
დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერს მოხსენება დაუწუნა.
გოცირიძემ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე ახსენა და მფარველი გაუნაწყენდება.
ბატონო ირაკლი, რომ მოდიოდით, ეტყობა სხვა უჯრა გამოაღეთ კანცელარიაში და სხვა მასალები წამოიღეთ. შარშანდელი მოსხენება წაიკითხეთ, ეს ხომ მოსმენილი გვქონდა. ერთი განსხვავება იყო, ბატონი ბიძინა, ის ბრძენი კაცი მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წთ-ზე. დაგიმახსსოვრებთ ამას ცუდად, ამიტომ შეგიძლიათ გამოასწოროთ და კიდევ რამდენჯერმე ახსენოთ მისი წვლილი". - ამბობს გოცირიძე.