ვის დააჯერებთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი ხართ, თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოშიც დაცვით დადიან - ნაცვლიშვილი პრემიერს
თქვენი პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე, - ასე შეაფასა პრემიერის გამოსვლა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება, რადგან უმრავლესობის ლიდერები პარლამენტის საპირფარეშოშიც კი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე ვერ შედიან.
ჩვენ გესაუბრებოდით სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ეს არის პრიორიტეტები. სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ ბურდღუნი. კი, საქართველოს ემუქრტება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ "რუსული ოცნება" ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ეს ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით. აქ როცა გამოვიდა, მათ შორის, გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, ჩამოგხიათ ეგ ნიღაბი მაგ სახიდან, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებულები. ამას გააკეთებენ ეს ადამიანები რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა გარუსების წინააღმდეგ. ვის უნდა დაჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შესულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს გარშემორტყმული აქაორობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, - თქვა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ საკანონმებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა.