პრემიერო, თქვით საჯაროდ, რომ აშშ-ს დეპარტამენტიდან დაგირეკეს და ძალიან მწარე საუბარი გქონდათ - გოცირიძე
რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ს დეპარტამენტიდან განხორციელებულ მწარე ზარს ახსენებს და ქვეყნის პრემიერს მოუწოდებს ამ საუბრის დეტალები გათქვას.
როდესაც თქვენ აშშ-ს დეპარტამენტიდან დაგირეკეს და ძალიან მწარე საუბარი გქონდათ, რატომ დამალეთ, მერე თავად ამ კაცმა დადო ტვიტერზე. როგორც ცნობილი გახდა, საუბარი იყო ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების შესახებ. ადასტურებთ თუ არა ამას? თქვით საჯაროდ, რადგან ის კაცი მოგისმენთ და შეიძლება მერე კიდე დატვიტოს", - თქვა გოცირიძემ
საუბარია 7-8 მარტის აქციების დროს ამერიკის დეპარტამენტიდან განხორციელებულ იმ საიდუმლო ზარზე, რომლის შესახებაც "შაბათის ეთერმა" გაავრცელა ინფორმაცია და რომელიც რუსული კანონის ჩაგდების მიზეზი აგხდა.