ცალსახად უნდა დაერქვას მტერს თავისი სახელი და უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი მტერია - დაუშვილი პრემიერს

24.03.23 14:26
ცალსახად უნდა დაერქვას მტერს თავისი სახელი და უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი მტერია - დაუშვილი პრემიერს

პარტია "საქართველოსთის" წევრი მიხეილი დაუშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისფლების პირობებში ვერავის გაუგია, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე და რომ ცალსახად უნდა დაერქვას მტერს სახელი.

დაუშვილი აღნიშნავს, რომ სანამ ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში ქვეყნის უსაფრთხოება უდიდესი რისკების ქვეშ იქნება.

„ნომერი ერთი პრობლემა არის სწორედ ის, რომ დღეს თქვენი ხელისუფლების პირობებში ვერც მოქლაქეებს და ვერავის ვერ გაგვიგია ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ცალსახად სახელი უნდა დაერქვას, რომ ამ ქვეყანაში მტერი არის რუსეთის ფედერაცია და მოყვარე არის ჩვენი სტარტეგიული მოკავშირეები ჩვენი მეგობრები, ევროკავშირი, შეერთებილი შტატები, სანამ ამას არ გააკეთებთ ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იქნება უდიდიესი რისკების ქვეშ“ - მიხეილ დაუშვილი.

დაუშვილი სტატუსის ვერ მიღებასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად რუსეთთან დაახლოებაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას, ქართულ ოცნებას აკისრებს.

„ჩვენ სტატუსი არ გავქვს იმიტომ, რომ როგორც იქცევით თქვენ და როგორც იქცევა დღეს ხელისუფლება და ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე და პასუხისმგებლობა საქართველოს დაშორებაზე ჩვენი მოკავშირეებისგან და ჩვენი მეგობრებისგან და შესაბამისად რუსეთთან დაახლოებაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ეკისრებათ ქართული ოცნების ხელისუფლებას“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.