არც შენ, არც არავის გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და სხვებმა - უსუფაშვილი პრემიერს

24.03.23 14:11
არც შენ, არც არავის გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და სხვებმა - უსუფაშვილი პრემიერს

"არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და სხვებმა", - ამ სიტყვებით დავით უსუფაშვილმა პრემიერს მიმართა. "ლელოს" წევრმა ღარიბაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც "ოცნების" ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული მომავლისთის ყველაზე ბევრი აქვს გაკეთებული. 

ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, ვის გაუკეთებია ჩვენზე მეტი ევროპული მომავლისთვის და ვინ აკეთებს ჩვენზე მეტსო. ირაკლი, მოგმართავ ასე და შენც შეგიძლია, მომმართო "დათო". არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არც არავის გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ, ლევან ცუცქირიძემ, უამრავმა ადამიანმა. მოდი, კეთილი ვინებოთ პოლიტიკოსებმა და იმ საკითხებს, რომელიც ქართველი ხალხის მონაპოვარი  და კონკრეტული მოქალაქეების შექმნილია ეს ქვეყანა, ნურც ნურაფერს ვამადლით და ნურც ნურაფერს ვიბრალებთ, რომ ჩვენია, - თქვა უსუფაშვილმა.