ევროკავშირის დროშა ქართველი ხალხის გულებში ფრიალებს - დარჩიაშვილი ბერბოკს

24.03.23 14:50
ევროკავშირის დროშა ქართველი ხალხის გულებში ფრიალებს - დარჩიაშვილი ბერბოკს

ევროკავშირის დროშა ქართველი ხალხების გულებში ყოველთვის იფრიალებს - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი იქნება.

„მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, - თქვა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანალენა ბერბოკს თბილისის აეროპორტში გერმანიის და საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშა არ დაახვედრეს.