მოკლე გზით უნდა თურმე ვაჟბატონს ევროკავშირში შესვლა - ცისკარიშვილი პრემიერზე
ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ პრემიერს მოკლე გზით, ყოველგვარი რეკომენდაციების შესრულების გარეშე უნდა ევროკავშისი სტატუსის მიღება.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ მთავრობა შეგნებულად არ ახორციელებს რეფორმებსა და ცვლილებებს, რადგან იციან, რომ ამ შემტხვევაში ისინი აუცილებლად დასრულდებიან.
ბიძინა ივანიშვილის მარიონეტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველგვარ საფუძველმოკლებულ საკითხზე ააგო თავისი გამოსვლა. მოკლე გზით უნდა თურმე ვაჟბატონს ევროკავშირში შესვლა. ამბობს, ჯერ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი და პოლარიზაცია შემდეგ დასრულდებაო.
მოკლედ გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად არ არსებობს. ჯერ პოლიტპატიმრები უნდა გაუშვა, დემოკრატიულ ღირებულებებს უნდ გაუთანაბრდე, სასამართლო ჯიბეში არ უნდა გყავდეს, მონები და მარიონეტები არ უნდა გეჯდნენ სასამართლო დარბაზებში, არჩევნებს არ უნდა აყალბებდე, აი ამ ღირებულებით სისტემას უნდა მიუახლოვდე მაინც და შემდეგ იქნება კანდიდატის სტატუსი.
ისინი ამას შეგნებულად არ აკეთებენ და არ ახორციელებენ ცვლილებებს, რადგან იციან, რომ თუ პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება ქვეყანაში, ისინი ეგრევე დასრულდებიან", - ამბობს ცისკარიშვილი.