მერაბიშვილი ჩვენი მეგობარია, არაფორმალური მმართველები პრემიერმა იცის სადაც უნდა მოიკითხოს, თავზე რომ აზის - ცისკარიშვილი

24.03.23 14:52
მერაბიშვილი ჩვენი მეგობარია, არაფორმალური მმართველები პრემიერმა იცის სადაც უნდა მოიკითხოს, თავზე რომ აზის - ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი პრემიერს ურჩევს არაფორმალური მმართველები თავისთან მოიკითხოს.

ცისკარიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილი თავზე აზის, მერაბიშვილი კი ენმ-ს მეგობარია 20 წელია და ასე გაგრძელდება დიდხანს.

არაფორმალური მმართველები სადაც უნდა მოიკითხოს მაგ კაცმა ძაან კარგად იცის, თვითონ რომ აზის მას თავზე არაფრომალური მმართველი, ნუ ჰგონია, რომ სხვაგანაც რამე ასე ხდება. ვანო ჩვენი მეგობარია, ერთად ვართ 20 წელი და ასე ვიქნებით კიდევ დიდხანს და არაფერი მსგავსი მას არ უნთქვამს რომ ომის დაწყება სურს რუსეთის წინააღმდეგ. 

ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მერაბიშვილმა უკრინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა და შეცვლა და ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ.