განაჩენს ის ახალგაზრდები გამოგიტანენ, რომლებსაც "სატანისტები" უწოდეთ - დეკანოიძე ღარიბაშვილს
განაჩენს ის ახალგაზრდები გამოგიტანენ, რომლებსაც "სატანისტები" უწოდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა ხატია დეკანოიძემ პრემიერს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს გაახსენა, რომ აქციის მონაწილეები "ოცნების" ხელისუფლებას "რუსებად" მოიხსენიებდნენ.
თქვენ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი რას სკანდირებდა თუ გახსოვთ და რას გადარებდნენ? სკანდირებდა "რუსები", აი ამას გადარებდათ თქვენ საქართველოს მოქალაქეები... აი ამ ბავშვებზე ამბობთ, რომ არიან სატანისტები და ანარქისტები და აი, ეს ბავშვები და ახალგაზრდები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე" - თქვა ხატია დეკანოიძემ.