მე ქვეყნის უსაფრთხოებაზე გკითხეთ და თქვენ "ოცნების" უსაფრთხოებაზე მიპასუხეთ - აქუბარდია პრემიერს
წარსულში ჩარჩენილი პრემიერი ხართ - ამ სიტყვებით მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი ღარიბაშილს პარლამენტში. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყნის მეთაურს უთხრა, რომ ის არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არამედ მხოლოდ "ოცნების" უსაფრთხოებაზე ფიქრობს.
ისე გამოვიდა, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო... მე გეკითხებოდით ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თქვენ "ქართული ოცნების" უსაფრხოებაზე მპასუხობდით. ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ - რუსეთი თუ დასავლეთი? დასავლეთი ხომ არ არის, ამ შემთხვევაში, მე-5 კოლონის მხარდამჭერი თქვენს აღქმაში ვიდრე რუსეთი? თქვენ წარსულში ჩარჩენილი პრემიერი ხართ, - უთხრა აქუბარდიამ პრემიერს.