სააკაშვილის ცოცხალისაც გეშინიათ და მკვდრისაც - გუბაზ სანიკიძე "ოცნებას"
გუბაზ სანიკიძემ "ოცნების" წევრებს უთხრა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ეშინიათ.
სანიკიძემ თქვა, რომ მას მმართველი გუნდისგა განსკვავებით მესამე პრეზიდენტის არასოდეს შეშინებია.
"მე არც მაშინ მეშინოდა, როცა ხელისუფლებაში იყო მიშა სააკაშვილი, არც ახლა მეშინია. განსხვავებით თქვენგან, მაშინაც გეშინოდათ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ სააკაშვილის, სააკაშვილის გეშინიათ ჯანმრთელის, სააკაშვილის გეშინიათ კიევში, სააკაშვილის გეშინიათ თბილისში, სააკაშვილის გეშინიათ ციხეში, სააკაშვილის გეშინიათ ცოცხალის, სააკაშვილის გეშინიათ მკვდრის, ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის". - უთხრა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ "ქართული ოცნების" წევრებს.