"მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ... ფაშისტები ხომ ვართ, ახლა მეხუთე კოლონაც გავხდით" - სამნიძე

24.03.23 15:27
"მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ... ფაშისტები ხომ ვართ, ახლა მეხუთე კოლონაც გავხდით" - სამნიძე

მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ - ასეთი რეპლიკა გააკეთა ხატნა სამნიძემ დეპუტატ მგალობლიშვილზე, რომელიც პაატა მანჯგალაძის გამოსვლით გაღიზიანდა. 

 „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ასევე მიამრთა პრემიერ-მინისტრს და მოუწოდა ჩამოყალიბდეს, ოპოზიციის წევრები ფაშისტები არიან, ჯაშუშები თუ მეხუთე კოლონა. 

„მოხსენით მიკროფონი და ესროლეთ, უფრო ადვილია. მეხუთე კოლონა, მეხუთე კოლონა აცდენილი ხართ თან უმრავლესობის მთავარ მესიჯბოქს, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ. ახლა მეხუთე კოლონაც გავხდით. გუშინ თურქეთის აგენტები ვიყავით, მაქამდე ჯაშუშები ვიყავით. ეს არის ქვეყნის გადარჩენა? პირდაპირ გეკითხებით ის არის ქვეყნის გადარჩენა, რომ ორი დღის წინ უკან დაიხიეთ სწორად, უკან წაიღეთ რუსული კანონი, ახალგაზრდების მიტინგი შეაფასეთ, როგორც გულწრფელი პროტესტი და დღეს უწოდებთ დესტრუქციას და პარლამენტის შენობაზე თავდსახმას" - თქვა ხათუნა სამნიძემ