"დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი" - ანალენა ბერბოკი მარტის აქციებზე

24.03.23 15:48
"დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი" - ანალენა ბერბოკი მარტის აქციებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ინტენსიურად აკვირდებოდა. ამის შესახებ  ანალენა ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ბერბოკის თქმით, მარტის აქციებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

„ჩვენ გერმანიაში გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. რაც ხდებოდა უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ" - ამბობს ანალენა ბერბოკი.

ბერბოკი აქციაზე გამოსულ ახალგაზრდებს, უკავშირებს ევროპულ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას.

ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვიარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქლაქო საზოგადოება" - ანალენა ბერბოკი.