დაქსაქსვის დრო არ არის, ეს წყალს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს - ხაბეიშვილი დეკანოიძის წასვლაზე

24.03.23 15:38
დაქსაქსვის დრო არ არის, ეს წყალს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს - ხაბეიშვილი დეკანოიძის წასვლაზე

ენმ-ს თავმდჯომარე ხატია დეკანოიძეს გუნდიდან წასვლის გამო აკრიტიკებს. ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა, როდესაც ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს, დაქსაქსვის და დაშლის დრო არ არის და ეს წყალს მხოლოდ ივანიშვილისწისქვილზე ასხამს. 

ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ძალიანაც შეიძლება არ მოგვწონდესდა არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როცა არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, ეს მისის აქმეა და მე გეტყვით, ცემი საქმეა ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები და ის, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გავერთიანდეთ ყველა. ახლა დაქსაქსვის, გათითოკაცების დრო არ არის და ყველა, ვინც უწყობს ხელს, რომ თითქოს რყევაა ოპოზიციურ ველზე ან თუნდაც აჩვენებს რაიმე პრობლემებს, ეს არ არის კარგი, ეს მხოლოდ ბიძნა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, - თქვა ხაბეიშვილმა. 

ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.