ვინ ჩაანაცვლებს "ოცნების" 5 დეპუტატს პარლამენტში - "პირველებისთვის", სავარაუდო კანიდატები ცნობილია
ურჩი დეპუტატებისთვის პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია - "ქართული ოცნების" 5 დეპუტატს პარლამენტში, სავარაუდოდ, თენგიზ შარმანაშვილი, მერაბ ქვარაია, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ჭეიშვილი და სალომე ქურასბედიანი ჩაანაცვლებენ და ისინი იქნებიან ის დეპუტატები, რომლებიც "ოცნების" რიგებს დაიკავებენ.
თენგიზ შამანაშვილი და მერაბ ქვარია "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, როგორც კი მათ პარტია დაუკავშირდებათ და შესთავაზებენ, რომ საპარლამენტო ორგანოში საქმიანობა გაგრძელონ, "ოცნების" რიგები დაიკავონ.
თუმცა, ქვარია იმასაც ამბობს, რომ ჯერჯერობით მმართველი გუნდიდან მას არავინ დაკავშირდებია.
ქვარაიას "პირველებმა" რუსულ კანონთან დაკავშირებითაც დავუსვით კითხვა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.
5 დეპუტატს "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ურჩი დეპუტატები ღარიბაშვილის და პაპუაშვილის მრჩევლებად ინიშნებიან.