ვპირდები ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ბავშვების სიცოცხლის უფლებისთვის - სოფო ჯაფარიძე

24.03.23 16:22
ვპირდები ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ბავშვების სიცოცხლის უფლებისთვის - სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდეს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოლომდე იდგება მშობლების გევრდით და იბრძოლებს იმ 20-მდე ბავშის სიცოცხლის დასაცავად, რომელტან ძირადღირებული წამლის დაფიბნანსება სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

„ხელისუფლება, სადაც მაღალჩინოსნები ყოველდღიურად ბიზნესების გადანაწილებით არიან დაკავებულები, დღეს მშობლები მათ თხოვენ, მათი შვილებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის არსებობას. სამწუხაროდ, მათი მხრიდან რეაგირება, როგორც წესი და როგორც ხდება ხოლმე არის ნული და მე ვპირდები მათ, ვიბრძოლებ ბოლომდე მათთან ერთად, ვიბრძოლებ იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს და შედეგი არის ერთი, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება“. - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

დედები, რომლებიც მათი შვილებისთბის მედიკამენტების დაფინანსებას ითხოვენ, ჯანდაცის მინისტრთან შეხვედრას აპირებენ, თუმცა ზურაბ აზარაშვილი ისევ დუმს. დედებმა საკრებულოს ტრიბუნიდან შეხვედრა მოითხივეს ირაკლი ღარიბაშვილთანაც. 

სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფიმ, რომელიც ბავშების საკითხზე იმსჯელებს, თუმცა ამ განცხადებაში ფაქტობრივად ნათქვამი იყო, რომ იმ წამლის დაფინანსება, რომელსაც ბავშვების მშობლები ითხოვენ, ჯერჯერობით ევრ მოხდება.