პრემიერი ვერ ბედავს რუსეთის ხსენებასო, ამიტომ რგოლი გავაკეთებინე - მდინარაძემ დეპუტატებს პარლამენტში ჩანაწერი ჩაურთო
მამუკა მდინარაძემ იმის დასამტკიცებლად, რომ ღარიბაშვილი რუსეთის ხსენებას ბედავს დეპუტატებს ჩანაწერი მოასმენინა.
"ოცნების ლიდერმა" თქვა, რომ რაც მოასწრო უცებს, რამდენიმეწამიანი რგოლი მოამზადებინა თანამშრომლებს.
„დღეს მაგალითად აი ამ დარბაზში ერთი პატარა მხილება. წეღან ვთხოვე, რაც მოასწრეს შეიძლება რამდენიმე ფრაზა გამომრჩა, რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ვთხოვე რომ ჩვენს თანამშრომლებს ერთი პატარა რგოლი გაეკითებინათ რამდენიმე წამიანი. ოთხმა დეპუტატმა, აი ამ დარბაზში თქვა, რომ სხვადასხვა კონტექსტში საერთო აზრი ამ ოთხი გაცხადების ის იყო, რომ პრემიერი ვერ ბედავს რუსეთის ხსენებას, პრემიერი ვერ ბედავს ოკუპანტის ხსენებას. აი ეს არის რამდენიმე წუთში, რაც მოახერხეს. ერთი ჩამიყარეთ მეთქი, რამდენჯერ ახსენა და ანუ, რას კადრულობთ იმაზეა თეონა, რომ გეღიმებათ, აი რას კადრულობთ ამაზეა მხოლოდ ლაპარაკი. მერე ტელევიზიებში ტრენდია არ უხსენებია, ვერ ბედავს და აი ესე არ შეიძლება ამისი კადრება. ეს არის მარტივი ელემენტარული მაგალითი, რომ რაღაც არ უნდა იკადრო, რისთვისაც არ უნდა გჭირდებოდეს, იმიტომ რომ მხილებაც მარტივია", - თქვა მდინარაძემ.