უკრაინის ხელისფლების ჩართულობით, სააკაშვილი სიტუაციის არევისთვის კონტეინერით გამოგვიგზავნეს - კობახიძე
ისევ უკრაინის საზინააღმდეგო განცხადებები და ისევ მეორე ფრონტის გახსნის თეორია - პარლამენტის ტრიბუნიდან ამ მესიჯბოქსით ამჟამად "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დგას.
კობახიძე პირდაპირ ადანაშაულებს უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში შემოგზავნასა და ქვეყნაში სიტუაციის არევაში ჩართულობისთვის.
„ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც ასევე პრემიერმა გაიხსენა, მათ ჩამოგვიყვანეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ სამწუხაროდ უკრაინის ხელისფლების ჩართულობით, ჩასვეს ეს კაცი კონტეინერში და გამოგვივგზავნეს საქართველოში რისთვის, რა თქმა უნდა სიტუაციის არევისთვის და რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს უკრაინიზაცია“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.