"ოცნებამ" ბერბოკს კრიტიკულად განწყობილ სტუდენტები დაუმალა? - ახალგაზრდები ევროპელი დიპლომატისთვის წერილის გადაცემას ითხოვენ

24.03.23 17:36
"ოცნებამ" ბერბოკს კრიტიკულად განწყობილ სტუდენტები დაუმალა? - ახალგაზრდები ევროპელი დიპლომატისთვის წერილის გადაცემას ითხოვენ

გერმანიის საგარეო საქმეთ მინისტრი ახალგაზრდებს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა, შეხვედრაზე შეიყვანეს მხოლოდ 30 სტუდენტი. წინასწარ შერჩევით და სავარაუდოდ პოლიტიკური გემოვნებით.

ის სტუდენტები კი, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ყველაზე აქტიური  იყვნენ გარეთ დატოვეს.

„ის სტუდენტები, რომლებსაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება, იქნებიან არჩეულები ისე, რომ გაფილტრული ინფორმაცია მიაწოდონ მას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც 7-8 მარტს გაიმართა საქართველოში, რადგან სტუდენტები ვიყავით ზუსტად ის ძალა, რომლებმაც ეს ანტიევროპული და რუსული კანონი არ მიაღებინა სახელმწიფოს“ - ამბობს სტუდენტი დავით სეხნიაშვილი.

სტუდენტები ბერბოკისთვის წერილის გადაცემას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ბერბოკს კრიტიკულად განწყობილ სტუდენტებს უმალავს.

„შესაბამისად, ჩვენ ვაგზავნით წერილს. წერილი, რომელიც შეეხება იმაზე, თუ რა ხდება და რეალობა არის დღეს  საქართველოში თუ როგორი რეპრესიები მიმდინარეობს სტუდენტებთან“ - დავით სეხნიაშვილი. 

გერმანიის საგარეო საქმეთ მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.